რაგბი: ფავორიტებმა გაიმარჯვეს

პარასკევს უელსში, სტადიონ მილენიუმზე ინგლისის ნაკრების გამარჯვებით გაიხსნა ექვსი ერის 2011 წლის გათამაშება რაგბიში. სტუმრებმა უელსელები დაძაბულ მატჩში 26:19 დაამარცხეს.

პირველი ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა შაბათს გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებმა პარიზში, სტად დე ფრანსზე შოტლანდიის ნაკრები მიიღო და 34:21 მოუგო. ამ გამარჯვებით ფრანგებმა, სულ ცოტა ერთი კვირით, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს ბურთების უკეთესი სხვაობის გამო.

ყველაზე დაძაბული შეხვედრა კი იტალიაში, რომში ჩატარდა, სადაც მასპინძლებმა ირლანდიელებს ყველაფერში აჯობეს, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ირლანდიური რაგბის ლეგენდამ, რონან ო’ჰარამ მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე არეკნი ზუსტად დაარტყდა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ექვსი ერის მომდევნო ტურის შეხვედრები ერთი კვირის შემდეგ გაიმართება: შაბათს ინგლისელები და შოტლანდიელები შესაბამისად იტალიელებსა და უელსელებს უმასპინძლებენ, კვირას კი უკვე ირლანდია დაუხვდება საფრანგეთს.

კომენტარები