ტელეკომპანია ბი-ბი-სი-მ ბოდიში მოიხადა გადაცემა Top Gear-ში წამყვანების მიერ მექსიკელების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. ”ვწუხვართ, რომ ამ გამონათქვამებმა ადამიანები შეურაცხყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაციონალურ სტერეოტიპებზე ხუმრობები ბრიტანული იუმორის ნაწილია,” ნათქვამია მექსიკის ელჩისადმი მიწერილ წერილში.
მექსიკელების დიდი ნაწილის, მათ შორის ბრიტანეთში მექსიკის ელჩის აღშფოთება Top Gear-ის წამყვანების მიერ მექსიკელების ”ზარმაცებად და უსარგებლოებად” მოხსენიებამ გამოიწვია. მექსიკური სპორტული მანქანის, მასტრეტას დახასიათების დროს, შოუს წამყვანებმა განაცხადეს, რომ ავტომობილებს ამა თუ იმ ერისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვთ, და ამიტომ ”მექსიკური ავტომობილები ზარმაცი, უსარგებლო, მძიმეწონიანი მანქანები იქნება, რომლებიც ღობეზე არიან მიყრდნობილი და გახვრეტილ საბანში ჩაცმულ კაქტუსს მისჩერებიან.”
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, მექსიკის ელჩმა ბი-ბი-სი-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და აღნიშნა, რომ შოუში გაკეთებული განცხადებები ”შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური” იყო. გარდა ამისა, ასობით მექსიკელმა ბი-ბი-სი-ს ესპანურენოვან განყოფილებას საპროტესტო წერილები მისწერა. საკითხი მექსიკის სენატშიც განიხილეს და ბრიტანული ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული გამონათქვამები დაგმეს.
ბი-ბი-სი-ს ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ წამყვანების კომენტარები ”უხეში” იყო, თუმცა ”არა მავნებლური.” ”ბრიტანელი კომიკოსები ხშირად ხუმრობენ, რომ ბრიტანელები საშინელი მზარეულები და საშინელი რომანტიკოსები არიან, რომ იტალიელები არაორგანიზებულები, გერმანელები კი ზედმეტად ორგანიზებულები არიან, ხოლო ფრანგები - ამპარტავნები,” ნათქვამია ბი-ბი-სი-ს განცხადებაში.