პარასკევს უელსში სტადიონ მილენიუმზე ევროპული რაგბის ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი, ექვსი ერის თასის გათამაშება იწყება. გახსნით მატჩში ერთმანეთს უელსისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
2011 მსოფლიო თასის წელიცაა და აქედან გამომდინარე, ახლა ყველა გუნდი, ძირითადად ზელანდიაში გასამართი ჩემპიონატისათვის გუნდის შერჩევითა და სათამაშო სქემების დახვეწითაა დაკავებული. ამიტომაც თითქმის ყველა ნაკრები მაქსიმალურად ცდილობს გამოსცადოს ის მოთამაშეები, რომლებსაც გაფართოებულ სიაში მოიაზრებს.
მიუხედავად ბევრი მითქმა-მოთქმისა, ინგლისის ნაკრების განაცხადშია თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე, ფრანგული ტულონის 10 ნომერი ჯონი ვილკინსონი, რომელიც უელსელებთან შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ასევე შეცვლაზე იქნება მასპინძელთა კაპიტანი რაიან ჯონსიც.
ექვსი ერის პირველ ტურში აღნიშნული შეხვედრის გარდა კიდევ ორი მატჩი ჩატარდება. ორივე ეს დაპირისპირება შაბათს გაიმართება. რომში იტალია ირლანდიას დაუხვდება. საფრანგეთი კი პარიზში შოტლანდიის ნაკრებს მიიღებს.
მას შემდეგ, რაც 2000 წელს ხუთი ერი ექვს ერად გადაკეთდა, ყველაზე მეტჯერ ჩემპიონი საფრანგეთი გახდა - ხუთჯერ მოახერხა თასის აღება. აქედან სამჯერ დიდი სლემიც შეასრულა (როდესაც ჩემპიონი ყველა მოწინააღმდეგეს ამარცხებს). ტიტულის მოქმედი მფლობელიც საფრანგეთია, რომელმაც შარშან ყველა მეტოქეს აჯობა.
საფრანგეთის გარდა ექვსი ერის ჩემპიონები იყვნენ - ინგლისი სამჯერ, უელსი ორჯერ და ერთხელაც ირლანდია. იტალია და შოტლანდია ერთმანეთში ძირითადად ბოლო ადგილოსანის ვინაობას არკვევენ.
წელს ქართველი რაგბის მოყვარულებისთვის ერთი სასიამოვნო სიახლეცაა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხვალიდან ქართული სატელევიზიო კომპანია GMG ჯგუფი სარაგბო რეპორტაჟების ჩვენებასაც იწყებს. პირველი ასეთი თამაში კი სწორედ უელსისა და ინგლისის დაპირისპირება იქნება, რომელიც თბილისის დროით 23.45 წუთზე დაიწყება.