აშშ-ში მსოფლიოს ყველაზე მხცოვანი ადამიანი გარდაიცვალა

 აშშ-ში, ტეხასის შტატში, მსოფლიოს უხუცეს ადამიანად მიჩნეული 114 წლის იუნის სანბორნი გარდაიცვალა. ამერიკული მედიის ცნობით, სანბორნი 1896 წლის 20 ივლისს დაიბადა. თავად სანბორნი აცხადებდა, რომ მისი დაბადების თარიღი არასწორად იყო ჩაწერილი და რომ ის სინამდვილეში ერთი წლით ადრე დაიბადა.

მსოფლიოს ყველაზე მხცოვანმა ქალბატომა ერთერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამი მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც 1996 წელს  გარდაიცვალა. მსოფლიოში უხუცესის წოდება სანბორნმა ფრანგი მონაზონის, 114 წლის ეჟენი ბლანშარის გარდაცვალების შემდეგ 2010 წლის ნოემბერში მიიღო. სანბორნის გარდაცვალების შემდეგ კი ამ ტიტულს ასევე 114 წლის ამერიკელი ქალბატონი, ბესი კუპერი მიიღებს. 

კომენტარები