დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ საქართველო-თურქეთს შორის ორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და მეჩეთების რესტავრაციის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადასარჩენად ქართული მხარე ბათუმში მეჩეთის მშენებლობას უნდა დათანხმდეს. "იმისთვის, რომ გადარჩეს ხანძთა, ოშკი და ყველა ავარიული ძეგლი, ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი გადასადგმელია", აღნიშნა რურუამ. მინისტრმა განმარტა, რომ ხელშეკრულება თურქეთის მხრიდან ჯერჯერობით ხელმოუწერელია და რომ შეთანხმების ყველა პირობა საზოგადოებისთვის მხოლოდ თურქული მხარის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრმა განცხადება გააკეთა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც პრემიერ გილაურის მოწვევით, საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა. ბურჭულაძის თქმით, მთავრობა მახათას მთაზე ღვთისშობლის ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობით დაინტერესდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მხარეებმა სწორედ ამ მშენებლობის ხელშეწყობის დეტალები განიხილეს.
ოთხი ტაძრის - ოშკის, ოთხთას, ხანძთისა და იშხანის აღდგენის შესახებ თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები ორი წლის წინ დაიწყო და საპატრიარქოს პოზიციის გამო შეფერხდა. 2010 წელს მოლაპარაკებები განახლდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 10 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საბოლოო სტადიაში იმყოფება და, სავარაუდოდ, მალე დასრულდება. ამ განცხადებას მოჰყვა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც საპატრიარქომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა.
საპატრიარქოს ამ განცხადებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 25 იანვარს დისკუსიას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ”ვინც მეჩეთების აშენების წინააღმდეგია, ის მარნეულელ და ხულოელ მუსლმანებს ეუბნება საქართველოში თქვენი ადგილი არ არისო”. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რომ ”მეჩეთების თემით სიტუაციის ამტუტება და სპეკულირება იაფფასიანი დემაგოგიაა”. ”საქართველო ეკუთვნის ყველას,” განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე მკაფიოდ განმარტა , რომ თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური და კულტურული მემკვიდრეობის საკითხია.