გუდაუთის მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აფხაზეთში გარეშე ძალების ორგანიზებულად მიიჩნევენ. თუმცა, კონკრეტული დამკვეთის დასახელება და მოტივების ახსნა უჭირთ. ეს მკვლელობა აფხაზ მუსლიმებზე გაუხსნელი თავდასხმების სერიის გაგრძელება გახდა.
8 ოქტომბერს, ქალაქ გუდაუთაში, ერთ-ერთ კერძო სახლში მოწყობილ სამლოცველოსთან შეკრებილ მორწმუნეებს უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. ამ თავდასხმის შედეგად 34 წლის არსაულ ფიფია დაიღუპა. დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი – ძმები რუსტამ და რაულ გიცბები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ უცნობი ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის საკმაოდ კარგად მოემზადნენ. მათი ავტომანქანა მოგვიანებით დამწვარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ფოლქსვაგენ-ტუარეგი უკანა ნაწილიდან სროლისთვის საგანგებოდ ყოფილა მოწყობილი. ავტომობილი მოსკოვის ოლქის მცხოვრებზე აღმოჩნდა რეგისტრირებული. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმის დადგენა ვერ შეძლეს, თუ როდის გადმოკვეთა მანქანამ საზღვარი.
აფხაზური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის ბესლან კვიცინიას განცხადებით, ეს დანაშაული ზუსტად იმეორებს სამი წლის წინანდელ თავდასხმას, როდესაც სამლოცველოსთან ჰამზატ (როკი) გიცბა და მისი ბაშკირელი მეგობარი მოკლეს. საერთოა არა მხოლოდ დანაშაულის ხელწერა – მაყუჩიანი იარაღები და დამწვარი მანქანა, არამედ დაზარალებულთა გვარიც – ბოლო თავდასხმის შედეგად სწორედ სამი წლის წინ მოკლული გიცბას ძმები დაშავდნენ.
დანაშაულს წინ აფხაზეთის მუსლიმთა კავშირის სასულიერო საბჭოს წევრის ემიკ ჩაქმაქ-ოღლუს მკვლელობა უძღოდა. იგი საკუთარ სახლში 17 ივლისს მოკლეს. ივლისშივე სოხუმის მეჩეთის იმამმა სალეხ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ საკუთარ ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ყველა ამ ფაქტის შემდეგ სოხუმის მარიონეტული ხელისუფლება პირობას დებდა, რომ მკვლელებს დააკავებდა, მუსლიმურ საზოგადოებას კი თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია.
დღეს იმაზე მსჯელობენ, თუ რა გახდა აფხაზ მუსლიმებზე “ნადირობის” ნამდვილი მიზეზი. 2007 წელს ჰამზატ გიცბას და მისი მეგობრის გახმაურებულ მკვლელობას ჩეჩნეთის ომის ფაქტორს მიაწერენ. გიცბა ჯერ აფხაზეთის ომში შამილ ბასაევის ქვედანაყოფში იბრძოდა, შემდეგ კი იმავე ბასაევთან ერთად – ჩეჩნეთის პირველ ომში რუსეთის წინააღმდეგ. 1996 წელს ის ტრაპიზონიდან ბორან ავრასიას გატაცებაში და 200-მდე ადამიანის მძევლად აყვანაში მონაწილეობდა. ტერორისტები თურქულ პოლიციას ჩაბარდნენ. გიცბა 3 წელიწადში გათავისუფლდა და აფხაზეთში დაბრუნდა. აფხაზური წყაროების ცნობით, სამშობლოში ის მშვიდობიან ცხოვრებას ეწეოდა და კაფელის ხელოსნადაც კი მუშაობდა.
მკვლელობამდე ერთი წლით ადრე კი გიცბამ რუსეთის პროკურატურას მიმართა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდების არსებობის შემთხვევაში, მზადაა სასამართლოს წინაშე წარდგეს. რუს სამართალდამცავებს მის წინააღმდეგ პრეტენზიები ოფიციალურად არ გამოუთქვამთ. თუმცა, სულ ცოტა ხანში გიცბას საკითხი სხვანაირად “გადაწყდა”.
მაგრამ, ამ ამბისგან განსხვავებით, ბოლო თავდასხმაში რაიმე მოტივის დანახვა აფხაზეთში უჭირთ. მართალია, ამ ინციდენტისას გიცბას ძმები დაშავდნენ, თუმცა სოხუმში ირწმუნებიან, რომ მათ რაიმე კავშირი ჩეჩენ მებრძოლებთან არასდროს ჰქონიათ.
სოხუმის მარიონეტულ ხელისუფლებაში მუსლიმებზე თავდასხმების ახსნას გარეშე ძალების ჩარევით ცდილობენ. “ეს დანაშაული, ისევე როგორც წინა შემთხვევები, შეიძლება შევაფასოთ, როგორც გარკვეული ძალების მცდელობა, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები აფხაზეთში გადმოიტანონ. ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს ამ კონფლიქტში ჩაგვითრიოს. ამას ჩვენი მტრები აკეთებენ, რომლებსაც რუსეთთან აფხაზეთის დაპირისპირება სურთ”, – განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ.
ამ ორაზროვანი განცხადებით ძნელია დაადგინო, თუ ვის გულისხმობს “მტრებში” სერგეი შამბა. სოხუმში გაჩნდა ვერსიები იმის შესახებ, რომ თავდასხმის უკან ისლამისტი რადიკალები დგანან, რომლებმაც აფხაზი მუსლიმების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და ამ გზით მათზე შურისძიებას ცდილობენ. ასევე გაიჟღერა ვერსიამ “მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურების” შესახებ, რომლებსაც თითქოს აფხაზეთში კონფესიათა შორის შუღლის პროვოცირება სურთ. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ვერსიისა აფხაზეთში თითქმის არ სჯერათ.
სამაგიეროდ, სოხუმში რუსულ კვალზე უკვე სერიოზულად დაფიქრდნენ. “ჩრდილოეთ კავკასიაში არა მხოლოდ ისინი ისვრიან, ვისაც ვაჰაბიტებს უწოდებენ, არამედ ისინიც, ვინც მათ ებრძვის. აფხაზეთში რელიგიური ექსტრემიზმი, ჩრდილო კავკასიისგან განსხვავებით, არ არსებობს. მაგრამ, როგორც ჩანს, ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად ვიღაცამ თავის დაზღვევა გადაწყვიტა ან მართლაც დაიჯერა, რომ, ჩრდილოეთ კავკასიის ანალოგიურად, აფხაზეთის ყოველ მეჩეთში ვაჰაბიზმის ბუდეა, რომელსაც მაყუჩიანი იარაღით უნდა ებრძოლო”, – აღნიშნა აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა რადიო ეხო კავკაზას ეთერში.
მართლაც, აფხაზ მუსლიმთა მცირერიცხოვან თემს არასდროს ჰქონია რაიმე სერიოზული გავლენა შიდა პოლიტიკაზე. ადგილობრივ მუსლიმთა ლიდერები არ გამოირჩეოდნენ ხმამაღალი განცხადებებით და არც სერიოზულ კონფესიათაშორის დაპირისპირებას ჰქონია ადგილი. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გეგმაზომიერი თავდასხმები სწორედ გარე ძალების მიერ არის ორგანიზებული. იმედი, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტრუქტურები ამ საქმეს გახსნიან, წინა შემთხვევების გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არსებობს. აფხაზეთის მუსლიმურ საზოგადოებაში კი უკმაყოფილება იზრდება.