ესპანეთი

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა თანამდებობა დროებით დატოვა

პედრო სანჩესი
Politico

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა თანამდებობა დროებით დატოვა. პარალელურად სასამართლოში მიმდინარეობს საქმე სანჩესის ცოლის, ბოგონია სანჩესის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით.

სანჩესის თქმით, ის თავის უფლება-მოვალეობებს დროებით აჩერებს, სანამ გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა პრემემიერმინისტრის პოსტზე მუშაობას. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მისი ცოლის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავაზე. როგორც ცნობილია, ბოგონია სანჩესი აპირებს სასამართლოზე თავისი ღირსება და საქმე დაიცვას. საქმე სანჩესის ცოლის წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე ძალებთან დაკავშირებულმა აქტივისტებმა დაიწყეს.

პედრო სანჩესმა თქვა, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილებას თანამდებობაზე დარჩენის ან გადადგომის შესახებ მედიის წიმ 29 აპრილს გაავრცელებს. მისი სიტყვებით, მან უნდა შეაფასოს, ღირს თუ არა თანამდებობაზე დარჩენა დისკრედიტაციის კამპანიების და ტალახის სროლის შემდეგ, რომლის მიზანიც მისი პოლიტიკური დასუსტება იყო.

კომენტარები