რუსული კანონი

მდინარაძე: ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია, ხერხემლის თიაქარი აღმომაჩნდა, ამიტომ არ ვიყავი სხდომაზე

დილით ფეხი ვეღარ დავდგი, რომ იტყვიან, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა და აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე TV პირველთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა რუსული კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრას.

კომენტარები