რუსული კანონი

სახ.დეპი: ასეთი საკანონმდებლო აქტივობა შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან

ვედანტ პატელი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა რუსულ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებისკენ.

"ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამობაშია ევროკავშირში [საქართველოს] მისწრაფებებთან. უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარია ისეთ რაღაცაზე, რაც მედიასაშუალებებს ზღუდავს, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს".


საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები