აშშ

NYU-ს პროპალესტინელი სტუდენტების აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა

REUTERS/Caitlin Ochs

ნიუ-იორკში New York University (NYU) სტუდენტების პროპალესტინურ აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა. მსგავსი აქციები პარალელურად იმართებოდა კონექტიკუტში იელის უნივერსიტეტში. კოლუმბიის უნივერსიტეტმა დროებით პირისპირ ლექციები გააუქმა. 

როგორც ცნობილია, აქციაზე ნიუ-იორკის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 45 აქტივისტი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები არ ემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას, რომ დატოვონ მოედანი და პოლიციელები ცდილობენ გაშლილი კარვების და სხვა კონსტრუქციების აღებას. 

კომენტარები