აშშ

დაიღუპა კაცი, რომელმაც ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოსთან თავი დაიწვა

მაქს აცარელო
Caitlin Ochs/Reuters

კაცი, რომელმაც ნიუ-იორკის სასამართლოს წინ, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას თავი დაიწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

NBC News-მა და სხვა ამერიკულმა მედიებმა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს, დილით გაავრცელეს. დაღუპული იდენტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 30 წლის მაქს აცარელოა.

აცარელო სასამართლოს შენობის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ტელევიზიების კამერების თვალწინ იწვოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ზურგჩანთიდან ბროშურები ამოიღო და ჰაერში აყარა, შემდეგ თავზე სითხე გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ერთ-ერთი ამ ბროშურებიდან შეიცავდა შინაარსს "ბოროტ მილიარდერებზე", თუმცა, Reuters-ი მოწმეზე დაყრდნობით წერს, რომ ბროშურებზე ტრამპი ნახსენები არ ყოფილა.

19 აპრილს ნიუ-იორკის სასამართლოში გაჩუმების სანაცვლოდ პირისთვის თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპის პროცესი გაიმართა. პროცესზე 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს.

კომენტარები