ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ომში დაღუპულთა 12 ნეშტი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირი თბილისში გადმოასვენეს. 

გადმოსვენებულთა შორის, ათი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირია. მათი პანაშვიდი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გრძელდება. გადმოსვენებულებს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. 

კომენტარები