რუსული კანონი

29 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება

აქტივისტების მოძრაობები 29 აპრილს, რუსული ოცნების წინააღმდეგ აქციას ვაკის პარკში აანონსებენ, პარალელურად ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას პარლამენტთან ჩაატარებს

"ორშაბათს, 29 აპრილს, რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება. პარალელურად ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას. ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას.

თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს.

შემოგვიერთდით. ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს. გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან". - წერია აღწერაში. 

კომენტარები