ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა

metro.us

ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა TV25-მა გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტაბულა დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები