სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჯეროვნად ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს და ვერ დაიქვემდებარა და ვერ მოახდინა მისი უზურპაცია ბიძინა ივანიშვილმა, რაც არ ჯდება მისი მმართველობის მოდელში.
რაც შეეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ესეც პუტინისტური ნარატივია, როდესაც ისინი საუბრობენ სუვერენულ დემოკრატიაზე და იმაზე, რომ სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, რეალურად კი საქართველოს მეგობრები, რომლებიც გულშემატკივრობენ ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არ უნდა გამოხატავდნენ არანაირ აზრს ამა თუ იმ მოვლენაზე.