როგორია დავითგარეჯის საქმის ანატომია და სად გადის საქმის ნაკერები7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. მომხდარმა საზოგადოების ყურადღება მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური ვითარებიდან და კარს მომადგარი არჩევნებიდან სწორედ ამ საქმეზე გადაიტანა.