1921 წლის თებერვალი

წითელი ქრონიკები
წითელი ქრონიკები
თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის “წითელი ქრონიკების” ფარგლებში გამოქვეყნდა ბარათები 1921 წლის თებერვლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. 1921 წლის თებერვალ-მარტში დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკა იბრძოდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, წითელმა არმიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახერხა. ოკუპაციიდან თითქმის 70 წლის მანძილზე თებერვალ-მარტის ომის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტას ჰქონდა. საბჭოთა პროპაგანდა თებერვლის ოკუპაციას “ეროვნული თავისუფლების დაცვასა” და “მუშათა კლასის განთავისუფლებას” უწოდებდა. თავისუფლების ინსტიტუტის მტკიცებით, საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი არასაკმარისად და არასრულად ისწავლება სკოლებში. ქართულმა საზოგადოებამ დღესაც ცოტა იცის 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს რესპუბლიკის ისტორიასა და იმ პერიოდის ტრაგიკულ პერსონაჟებზე. პროექტი “წითელი ქრონიკები” მიზნად ისახავს საქართველოს საბჭოთა წარსულის შესახებ ცოდნის კვლევასა და გავრცელებას.