ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც პროკურატურა ცრუ დასმენაში ადანაშაულებსყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში მუშაობდა, ამტკიცებს, რომ ყოფილმა ცოლმა მასზე იძალადა, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა და მოიტყუა, რომ მსხვერპლი თვითონ იყო.
პროკურატურას სწორედ ამ ვერსიის სჯერა და შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული კაცის შესახებ აცხადებს, რომ მას ბრალეულობა არ დაუდასტურდა და მის ყოფილ ცოლს, თამარ ბეკარაშვილს ცრუ დასმენას ედავება.