ჰეზობლა-ისრაელი

ჰეზბოლას დრონი ისრაელში საცხოვრებელ სახლს დაეცა, შედეგად არავინ დაშავებულა

დრონის აფეთქების კადრი საცხოვრებელ სახლთან ახლოს დამონტაჟებული კამერიდან
bokeralmog

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონი ქვეყნის ჩრდილოეთ სასაზღვრო დასახლებაში, მეტულაში ჩამოვარდა.

ებრაული მედიის ინფორმაციით, დრონი დასახლებაში ერთ-ერთი სახლის სახურავზე აფეთქდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები