უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს. ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 1 დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი რამეა.
ვინაიდან, გულწრფელად მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არა წაქეზებით, რომ მეტი დრო გაატარონ რომელი დაწესებულებასთან მშობლებმა, განერვიულებულმა მშობლებმა, არამედ ყველამ უნდა უთხრას მათ, რომ ეს საკითხი, რომელიც ექსპერიმენტულია მთელ მსოფლიოში... იმ დღეს ჟურნალისტისგან გავიგე, რომ საექსპერიმენტოდ დღეს ჩაუშვეს ბრიტანეთშიო, საექსპერიმენტო მედიკამენტი, რომელიც, რიგ შემთხვევაში, საერთო ჯამს თუ გამოვიყვანთ ასეულობით მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს, ამის გამოყენება პროტესტის საფუძვლად გადაწყვეტილებას კი არ ექვემდებარება, ექვემდებარება დისკუსიას, რამდენად სწორია და პროფესიულ დისკუსიას, რამდენად მართებულია, ამ ადამიანების მიმართ გამოსაყენებლად.
1 წლის მერე რაღაც გარანტია მინიმუმ უნდა იდოს, რომ კი ბატონო, რაღაც საკითხი და, საბედნიეროდ, ეს საკითხი სიცოცხლეს არ ეხება და ა.შ. რაღაც საკითხი, გვიან გადაწყდეს ნეგატიური საკითხი და პოზიტიური გახანგრძლივდეს - ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად.





