რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური ლუკაშენკოს დაემუქრა და ომში თანამონაწილეობაში დასდო ბრალი

რობერტ "მადიარ" ბროვდი

უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ "მადიარ" ბროვდი, ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, დაემუქრა და განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დათმობა ომში "თანამონაწილეობას" ნიშნავს:

"მინსკის გაულიატერო ლუკაშესკუ!

ჩვენ აღვრიცხავთ თითოეულ შაჰედს, რომელიც ბელარუსის დერეფნის მეშვეობით უკრაინისკენ მიემართება, შენს ყოველივე სამხედრო სტილის საქციელსა და ხრიკს...

კამერის წინ ულვაშები რამდენიც არ უნდა ისწოროთ და დაშინებულ ხალხს "ნეიტრალიტეტის" შესახებ მოატყუოთ, მაგრამ შენი ხელები დახოცილი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლში უკვე მხრებამდეა გასვრილი.

გზა ასეთია: დერეფანი მკვლელებისთვის = თანამონაწილეობას = საფასურის გადახდას."

– წერს ბროვდი საკუთარ Telegram-არხზე.

კომენტარები