ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ 15 მაისის ღამის საათებში დრონების მეშვეობით მასშტაბური იერიშები მიიტანა რუსეთის სამხედრო და ენერგო ინფრასტრუქტურაზე.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ყოველწლიურად 17.1 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს, მასიური ხანძარი გაჩნდა.
რიაზანის მცხოვრებლების მიხედვით, იერიშის დროს ქალაქის თავზე რამდენიმე დრონის ხმა ისმოდა, რასაც ნავთობქარხნის ტერიტორიაზე არაერთი ხმამაღალი აფეთქება მოჰყვა.
ამასთან, ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ღამით რეგიონში საჰაერო თავდაცვითი ოპერაციების შემდეგ რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ იეისკში მდებარე აეროდრომიდან ამომავალი კვამლი ჩანდა.




