რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლატვიის პრემიერმინისტრი უკრაინულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გადადგა

ლატვიის პრემიერმინისტრი ევიკა სილინია 2026 წლის 24 აპრილს  
REUTERS  

ლატვიის პრემიერმინისტრმა, ევიკა სილინიამ ოქტომბერში ჩანიშნულ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს.

"მე გადავდგები, მაგრამ არ ვნებდები," - განაცხადა მან.

ცენტრისტული-მემარჯვენე პარტიის "ახალი ერთობის" წარმომადგენელი სილინია პარლამენტში მმართველი უმრავლესობის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც მემარცხენე პროგრესულმა პარტიამ განაცხადა, რომ მას მხარდაჭერას უწყვეტს.

გადაწყვეტილება "პროგრესული პარტიის" თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსის, უკრაინული დრონების ინციდენტის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა.

10 მაისს ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი, თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, 7 მაისს, რუსეთიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეფრენილი უკრაინული დრონები ნავთობობიექტებზე ჩამოვარდა.

მანამდე სპრუდსის გადადგომა სილინიამ მოითხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ დრონსაწინააღმდეგო სისტემები საკმარისი სისწრაფით არ იყო გამოყენებული. სილინიამ ახალ თავდაცვის მინისტრად რაივის მელნისი დანიშნა. 

 

კომენტარები