პროპაგანდისტული მედიები

წილოსანი: მოლდოვა არ დაუშვებდა, თავისუფალ სიტყვას ეარსება იმედის, POSTV-ის და R2-ის სახით

სამწუხაროდ, უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული და მოლდოვა ამ კუთხით განსაკუთრებულად გამოირჩევა.

მას საკუთარ ქვეყანაში 12 მედიასაშუალება აქვს აკრძალული და დახურული, ამიტომ ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური გაგრძელებაა, რომ იმედის, POSTV-ის და რუსთავი 2-ის სახით მოლდოვა ნამდვილად არ დაუშვებდა, რომ თავისუფალ სიტყვა ეარსება. ეს არის გაგრძელება იმ მახინჯი პოლიტიკის, რომელსაც სამწუხაროდ თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამ დაუდო საფუძველი.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი სანქცირებულ TV იმედთან.

კომენტარები