რუსეთი

რუსეთის განცხადებით, ბირთვული რაკეტა წარმატებით გამოსცადეს

კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც, მათივე მტკიცებით, რაკეტის გამოცდაა ასახული

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი წლის ბოლომდე სარმატის ტიპის სტრატეგიულ ბირთვულ რაკეტას განალაგებს. რუსეთის პრეზიდენტმა მას "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი" უწოდა. 

პუტინის თქმით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 35 000 კილომეტრს აღემატება.

"მას აქვს ყველა არსებულ და მომავალ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში შეღწევის უნარი". - ამბობს პუტინი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ ახალი სარაკეტო სისტემა წარმატებით გამოსცადა. 

კომენტარები