უკრაინის მხარდამჭერი პარტიზანული ჯგუფის, Atesh-ის წევრებმა რუსეთის ლიპეცკის ოლქში რუსეთის სამხედროების ელმავალი გაანადგურეს. ინფორმაციას პარტიზანული დაჯგუფება საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.
საბოტაჟის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ასხამენ Atesh-ის წევრები აალებად სითხეს ელმვალის შიგნით და შემდეგ ცეცხლს უკიდებენ. თავდასხმის მეორე ვიდეოში ჩანს, რომ ელმავალი მთლიანად ცეცხლშია გახვეული.
განადგურებულ ელმავალს რუსი სამხედროები უკრაინის სუმის ოლქის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის იყენებდნენ.
"მწყობრიდან გამოსული ელმავალი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მატარებლების გადაზიდვაში, რაც ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის ლოგისტიკური სისტემის კიდევ ერთი ელემენტი შეჩერდა" - დაწერა Atesh-მა სოციალურ ქსელში.




