უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
"იაროსლავლი - უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტი. ნავთობის ობიექტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის ომის დაფინანსებისთვის" - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და ქარხნის ტერიტორიაზე იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
"რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ უკრაინული შორს მოქმედი სანქციები გრძელდება. რუსეთმა ნამდვილი მშვიდობა უნდა აირჩიოს და ამას მხოლოდ ძლიერი ზეწოლა უზრუნველყოფს" - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, თავდასხმის ქვეშ მოექცა მოსკოვისა და როსტოვის ოლქებიც.





