რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბროვდი: უკვე მეოთხე თვეა, რაც რუსეთში მობილიზაცია წარუმატებელია და გეგმის 60-75% სრულდება

რობერტ "მადიარ" ბროვდი

უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ "მადიარ" ბროვდი Telegram-ზე წერს, რომ უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც რუსეთი მობილიზაციის გეგმას ვერ ასრულებს. 

ბროვდის თქმით, ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის კუთხით, "უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა," რაც რუსეთში მობილიზაცია წარუმატებლად მიმდინარეობს და გეგმის მხოლოდ 60-75% სრულდება.

"ამ თვეში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში 'ჩამოსული/წასულების' ბალანსი ნეგატიური იქნება – 26 აპრილისთვის ეს უკვე ცხადია." – აღნიშნა მან.

პოსტში ბროვდი ასევე წერს, რომ რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსსა და ენერგო ინდუსტრიაზე უკრაინის იერიშები "სისტემატურად ანულებს რუსეთის უნარსა და ომის წარმოების შესაძლებლობას". 

კომენტარები