რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუმინეთში რუსული დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნამ შენობა დააზიანა

პოლიციის მანქანა ტერიტორიაზე, სადაც რუსული დრონი ჩამოვარდა

უკრაინაზე მიტანილი საჰაერო იერიშების დროს რუმინეთში რუსული დრონის ფრაგმენტები კიდევ ერთხელ ჩამოვარდა. წარსულში მსგავსი შემთხვევები მომხდარა, თუმცა ამჯერად პირველად დაზიანდა შენობა.

დრონის ფრაგმენტები ოდესის ოლქის მოსაზღვრე გალაცის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის "უპასუხისმგებლო ქმედებები" მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები მიუთითებს, რომ მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმები არ ანაღვლებს.

რუმინეთის ცის პატრულირებისთვის 25 აპრილის ღამით აფრინდნენ აქ განლაგებული ბრიტანული ავიაგამანადგურებლები.

რუმინეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა.

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში 666 რაკეტითა და დრონით მიიტანა. დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი სამოქალაქო პირი.

კომენტარები