გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადამიანებისთვის პრიორიტეტული გახდა ისეთი სივრცე, სადაც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. ამ ცვლილების გათვალისწინებით, ქალაქში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „მაქრო სითი თბილისი“ შენდება.
კომპლექსი სამგორში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით მდებარეობს. პროექტი ჯამში 100 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიის თითქმის ნახევარი პარკებს, სკვერებსა და დასასვენებელ ადგილებს დაეთმობა.
ლოკაციის შერჩევისას კომპანიამ ტრანსპორტირების კომფორტიც გაითვალისწინა. კომპლექსიდან რამდენიმე წუთის სავალზეა მეტროს სადგური, ახლოსაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“.
„მაქრო სითი თბილისში“ განსაკუთრებული ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესს ეთმობა. ამ მიმართულებით, პროექტი მოიცავს ოთხ საცურაო აუზს, ჩოგბურთის სამ კორტსა და კალათბურთის ორ მოედანს. სპორტული ინფრასტრუქტურა ასევე ითვალისწინებს ღია და დახურულ ფიტნეს დარბაზებს, ველო და სარბენ ბილიკებს. ბავშვებისთვის კი ცალკე მოეწყობა სათამაშო ზონები და საბავშვო ბაღი.
აქ განთავსდება კომერციული და საოფისე ფართებიც. დაგეგმარება საშუალებას იძლევა, ეს სივრცეები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სტუმრებისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ ბინებს, არჩევანი მრავალფეროვანია. ფართები 48 კვადრატული მეტრიდან იწყება და შესაძლებელია 2, 3 ან 4 ოთახიანი აპარტამენტების შერჩევა. სტანდარტულ ვარიანტებთან ერთად, პროექტში გათვალისწინებულია ბინები ტერასებით ან საკუთარი მცირე ეზოებით.
მფლობელებს ბინები სრული რემონტით გადაეცემათ. ჩაბარების პირობა მოიცავს შეღებილ კედლებს, დაგებულ იატაკს, ალუმინის კარ-ფანჯრებსა და მოპირკეთებულ სველ წერტილებს. ბინებში დახვდებათ დამონტაჟებული იატაკის გათბობა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკა.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი შვეიცარიული ბრენდის, Mövenpick Living-ის სასტუმროა. საერთაშორისო ოპერატორთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს იმ მაღალ სტანდარტს, რომელსაც კომპანია აწესებს. ეს ფაქტორი საცხოვრებელ კომპლექსს დამატებით ღირებულებას სძენს და მას საინვესტიციოდ მიმზიდველს ხდის.
„მაქრო დეველოპმენტს“ ქართულ ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიის პორტფოლიოში ისეთი ცნობილი პროექტებია, როგორიცაა „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“. სწორედ ამ პროექტებში გამოყენებული მიდგომები, გამწვანებაზე ორიენტირება და დამოუკიდებელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა იქცა „მაქრო სითი თბილისის“ მთავარ საფუძველად.





