თანამდებობიდან გადადგომა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მსურს გავაკეთო განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. 

მადლობა მინდა ვუთხრა განსაკუთრებით პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავჯდომარე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. 

(…) ჩემს კოლეგებს უმაღლეს საბჭოში, ჩვენ ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ ერთად და შესაძლებელია გარედან ყველაფერი ადვილად ჩანდა, გვქონდა კამათიც, მაგრამ ეს კამათი არასდროს არ გადასულა განსაკუთრებით უმრავლესობის შიგნით ზღვარს და მე ამით ბედნიერი ვარ. 

ამაზე მე დიდი ხანია ვფიქრობ, არ დაგიმალავთ, დღეების და თვეების განმავლობაში მქონდა გუნდთან კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო." - განაცხადა მან. 

ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა კავშირი მის გადადგომას თორნიკე რიჟვაძესთან გაბაიძემ ასე უპასუხა - "რადგან თორნიკე რიჟვაძე ვახსენეთ, მე მინდა ვთქვა რომ მის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მანამდე კიდევ ერთი მთავრობის თავმჯდომარე იყო, თქვენ იცით. აქედან გამომდინარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არამგონია სწორი იყოს."

გაბაიძე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები