ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ვაკო (ვარლამ) ავალიანი თვეში 39 000 ლარზე მეტ ხელფასს იღებდა.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ავალიანმა ტელევიზიაში (სს მედია ჰოლდინგ) მუშაობისას ჯამში 400 000 ლარამდე თანხა აიღო - როგორც დირექტორმა - 314 213 ლარი (8 თვეში), ხოლო როგორც კონსულტანტმა - 83 329 ლარი (2 თვეში).

დეკლარაციაში ასევე ასახულია, რომ ავალიანი და მისი ცოლი, თამარ ქაფიანიძე თბილისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში ორ მიწის ნაკვეთს ფლობენ, ამასთან ერთად ეკუთვნით სამი ბინა თბილისში, ხოლო ერთი ბათუმში.
გარდა ამისა, ქაფიანიძის სახელზე რეგისტრირებულია 2025 წელს 185 000 ევროდ შეძენილი ბინა იტალიაში.
ცნობისთვის, ავალიანი რუსთავი 2-ის დირექტორი 2021 წლიდან იყო, ხოლო 2025 წლის ნოემბრიდან კატარში საქართველოს ელჩად დანიშნეს.





