დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა

ტრამპი სტარმერს: არ დათმოთ დიეგო გარსია, შესაძლოა, მისი გამოყენება აუცილებელი გახდეს

მე ვეუბნებოდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერს, რომ იჯარები ქვეყნებთან მიმართებით არ გამოდგება და რომ ის დიდ შეცდომას უშვებს, როცა 100-წლიან იჯარას აფორმებს მათთან, ვინც პრეტენზიასა და ინტერესს დიეგო გარსიაზე აცხადებს, რომელიც ინდოეთის ოკეანეში სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს.

ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან ძლიერი და მტკიცეა და უკვე მრავალი წელია, რაც პრემიერმინისტრი სტარმერი ამ მნიშვნელოვან კუნძულზე იმ სუბიექტების პრეტენზიების გამო, რომელთა შესახებაც ადრე არავინ იცოდა, კონტროლს კარგავს. ჩვენი აზრით, ისინი [სუბიექტები] გამოგონილნი არიან. 

თუ ირანი გადაწყვეტს, რომ შეთანხმება არ გააფორმოს, შესაძლოა აშშ-ს მიერ დიეგო გარსიისა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება აუცილებელი გახდეს, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო თავდასხმა უკიდურესად არასტაბილური და საშიში [ირანის] რეჟიმის მხრიდან - იერიში, რომელიც შესაძლოა როგორც გაერთიანებულ სამეფოზე, ისე სხვა მეგობარ ქვეყნებზე მიიტანონ. 

პრემიერმინისტრმა სტარმერმა არ უნდა დაკარგოს კონტროლი დიეგო გარსიაზე, არავითარი მიზეზით, განსაკუთრებით კი, საუკეთესო შემთხვევაში, საეჭვო 100-წლიანი იჯარის გაფორმებით. ეს მიწა არ უნდა ჩამოერთვას გაერთიანებულ სამეფოს და თუ ეს მოხდება, ეს ჩვენი ახლო მოკავშირისთვის დიდი დანაკარგი იქნება. ჩვენ ყოველთვის მზად, მსურველნი და უნარიანნი ვიქნებით გაერთიანებული სამეფოსთვის საბრძოლველად, მაგრამ ისინი 'ვოუქიზმისა' და სხვა მათ წინაშე არსებული პრობლემების წინაშე ძლიერები უნდა დარჩნენ. ნუ დათმობთ დიეგო გარსიას!"

კომენტარები