აშშ-ვენესუელა-საფრანგეთი

მაკრონი: დღეს ვენესუელელი ხალხი მადუროს დიქტატურისგან თავისუფალია

დღეს ვენესუელელი ხალხი ნიკოლას მადუროს დიქტატურისგან თავისუფალია და მხოლოდ ზეიმი შეუძლიათ. ძალაუფლების ხელში ჩაგდებით და ფუნდამენტური თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვით ნიკოლას მადურომ თავისივე ხალხის ღირსებას სერიოზულად გამოუთხარა ძირი.

ძალაუფლების მომავალი გადაცემა უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას. გვსურს, რომ პრეზიდენტმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ, რომელიც 2024 წელს იქნა არჩეული, შეძლოს, ძალაუფლების გადაცემა სწრაფად უზრუნველყოს.

ამჟამად რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მიმოცვლა გვაქვს. საფრანგეთი სრულად მობილიზებულია და ფხიზლად არის, მათ შორის საიმისოდ, რომ ამ გაურკვეველ პერიოდში საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე.

ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს. ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

კომენტარები