რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: კაპუსტინი ცოცხალია, რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია ჩავარდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) განცხადებით, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური, დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) ცოცხალია.

2025 წლის 27 დეკემბერს, რუსული მოხალისეთა კორპუსის ტელეგრამ არხზე გავრცლედა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით ფრონტზე, დენის კაპუსტინი დაიღუპა

უკრაინის სამხედრო დაზვრვამ ტელეგრამ არხზე, დღეს, 2026 წლის 1-ელ იანვარს ვიდეო გამოაქვეყნა. ГУР წერს, რომ კაპუსტინი ცოცხალია და რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია ჩავარდა.

"რუსული სპეცსამსახურების მარცხი - РДК-ის მეთაური დენის კაპუსტინი ცოცხალია და მისი ლიკვიდაციისთვის მიღებული ნახევარი მილიონი დოლარი ურკაინის სამხედრო დაზვერვის სპეიცალურ დანაყოფებს გააძლიერებს" - წერს უკრიანის დაზვრვა. 

"დაბრუნებას გილოცავთ" - მიმართა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დენის კაპუსტინს და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც რუსეთი შეცდომაში შეიყვანეს. 

"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კომპლექსური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, შენარჩუნებულია РДК-ის მეთაურის, დენის კაპუსტინის სიცოცხლე" - წერს ГУР.

მათივე ცნობით, დენის კაპუსტინის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი. ГУР-ს სპეცოპერაციის ფარგლებში ასევე დადგენილია იმ პირთა წრე, ვინც კაპუსტინის მკვლელობა შეუკვეთა, ასევე შემსრულებელები.

ცნობისთვის, რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) შეიარაღებული დანაყოფია, რომელიც უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის - ისინი ცნობილები გახდნენ რუსეთის ტერიტორიაზე (ბელგოროდის, ბრიანსკის რეგიონებში) განხორციელებული რეიდებით და საკუთარ თავს ანტიპუტინისტურ ძალად აცხადებენ.

2024 წლის 12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინული ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა - რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ - შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

კომენტარები