რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ოლქში დროებითი, ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შუამავლობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში ცეცხლის დროებითი, ლოკალური შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

როგორც IAEA სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს - ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა და ორივე მხარეს მადლობა გადაუხადა "სიჩუმის ფანჯარაზე" თანხმობისთვის, რაც "აუცილებელია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქვესადგურებსა და ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურს შორის ელექტროენერგიის გადაცემის აღსადგენად".

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ სადგურის ტერიტორიაზე დაიწყება ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას, ასევე ზედამხედველობას, რაც სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება.

სააგენტომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი და ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

კომენტარები