ტაბულა გთავაზობთ 2025 წლის 10 საუკეთესო ალბომს. სიაში შესულმა ნამუშევრებმა წელს კრიტიკოსებისა და მსმენელების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ეს ალბომები წლის საუკეთესო ჩანაწერებს შორის არაერთმა ცნობილმა და გავლენიანმა გამოცემამ დაასახელა.
10. Lady Gaga - Mayhem
პოპულარული ამერიკელი შემსრულებლის, ლედი გაგას ახალმა ალბომმა პირველი ადგილი მსოფლიოს 23 ქვეყნის ჩარტებში დაიკავა. ჩანაწერმა ოქროსა და პლატინის სტატუსიც დაიმსახურა. Mayhem გრემის 8 ნომინაციაზეც არის წარდგენილი.
9. Clipse - Let God Sort Em Out
ჰიპ ჰოპ დუეტის რიგით მე-4 ალბომის პროდიუსერი ფარელ უილიამსია. ჩანაწერში შესულია კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან: Nas, Kendrick Lamar, Tyler the Creator.
8. Oklou - Choke Enough
Choke Enough ფრანგი მუსიკოსისა და პროდიუსერის, Oklou-ს სადებიუტო ალბომია. ნამუშევარი წლის საუკეთესო ჩანაწერებს შორის ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა დაასახელეს, როგორებიცაა: The New York Times, Pitchfork და Time Out.
7. Blood Orange - Essex Honey
ინგლისელი მუსიკოსის დევ ჰაინსის, იგივე Blood Orange-ის მეხუთე ალბომი Essex Honey წელს კრიტიკოსებისა და მსმენელების ერთ-ერთი ფავორიტი ნამუშევარია. ჩანაწერში შესულია დუეტი ახალ ზელანდიელ პოპვარსკვლავთან Lorde.
6. FKA Twigs - Eusexua
ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, FKA Twigs-ის მესამე ალბომმა მუსიკალური კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა წელს 2 ალბომი გამოსცა.
5. Earl Sweatshirt - Live Laugh Love
კალიფორნიელი რეპერის Earl Sweatshirt-ის რიგით მეხუთე ალბომი Live Laugh Love კრიტიკოსებმა წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ჩანაწერად შეაფასეს.
4. Pulp - More
24-წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Pulp ახალი ალბომი გამოუშვა. ჩანაწერმა ბრიტანულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ნამუშევარი სულ 17 ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში მოხვდა. ბენდმა ალბომის მხარდამჭერი მსოფლიო ტურნეც დაიწყო.
3. Bad Bunny - Debí Tirar Más Fotos
პოპულარული პუერტო რიკოელი შემსრულებლის, ბედ ბანის ახალმა ალბომმა Debí Tirar Más Fotos და მასში შემავალმა სინგლმა DTMF ბილბორდის ჩარტებში პირველიადგილი დაიკავეს. ლათინური გრემის დაჯილდოებაზე ჩანაწერმა 5 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის წლის საუკეთესო ალბომის.
გრემის მომდევნო, რიგით 68-ე დაჯილდოებაზე ალბომი 6 ნომინაციაზეა წარდგენილი - წლის საუკეთესო ალბომის ჩათვლით.
2. Geese - Getting Killed
ამერიკული როკ ჯგუფის Geese-ის ახალი, რიგით მეოთხე ალბომი Getting Killed კრიტიკოსების შეფასებით წლის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია. ნამუშევარი წლის საუკეთესო ალბომად არაერთმა ცნობილმა გამოცემამ დაასახელა, მათ შორის The New Yorker-მა და Stereogum-მა.
1. Rosalía - Lux
წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი Lux პოპულარულმა ესპანელმა მუსიკოსმა, როზალიამ ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა. კრიტიკოსებმა ჩანაწერი პოპ და კლასიკური მუსიკის იდეალურ სინთეზად შეაფასეს. ალბომს პლატფორმა Spotify-ზე ერთ დღეში 42.1 მილიონჯერ მოუსმინეს. Lux წლის საუკეთესო ალბომად არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაასახელა.




