უნდა ვახსენოთ, ის გამოცდილება, რომელიც თქვენც დაგიგროვდათ და ჩვენც ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილებით. ჩვენმა და საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არის არცთუ ისე სახარბიელო, რადგანაც ჩვენ ვთვლით, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ხშირად აქვთ ჩვენ ქვეყანასთან არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი, ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის სერბეთისთვის.
ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. თვე არ გავა, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არ ფიგურირებდეს განვითარების კუთხით, ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს, გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას და ა.შ. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატია იქნება სამართლიანი შთამომავალი იმ ევროპის, რომლის ნაწილიც ჩვენც და სერბი ხალხიც ვართ. [...]
იმედს ვიქონიებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ამ მიმართულებით და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა, ევროპელი ხალხი და ისევ გახდება ძლიერი და მიმზიდველი რეგიონი. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, რომ ვითანამშრომლოთ, დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან, რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვართ.
საქართველო-სერბეთი
ყაველაშვილი: იმედია, ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა და ისევ გახდება მიმზიდველი





