NATO-რუსეთი

NATO ჩვენთან 2030-იანებში დაპირისპირებისთვის ემზადება, არ ვემუქრებით, გვემუქრებიან - ბელოუსოვი

ანდრეი ბელოუსოვი
ТАСС

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი ირწმუნება, რომ NATO 2030 წლის ფარგლებში მოსკოვთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე ისაუბრა.

ბელოუსოვის თქმით, NATO აფართოებს კოალიციურ ძალებს, ანთავსებს საშუალო რადიუსის რაკეტებს, ანახლებს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, ცვლის მობილიზებულთა განლაგების სისტემას და ალიანსის სამხედროების გადასხმის ოპერაციულობას ზრდის. მისივე თქმით, იზრდება NATO-ს სამხედრო ხარჯებიც. 

ბელოუსოვი ირწმუნება, რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, NATO რუსეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება. მისივე მტკიცებით, თავად მოსკოვი ალიანს საფრთხეს არ უქმნის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მათ ემუქრება.

"ეს ყველაფერი NATO-ს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების მზადებისკენ მიუთითებს. ალიანსის გეგმებით გათვალისწინებულია ასეთი ქმედებებისთვის მზადყოფნა 2030-იანი წლების ზღვარზე... ჩვენ არ ვემუქრებით, ჩვენ გვემუქრებიან." - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები