ქართული ოცნების პოლიტიკა

ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია - კობახიძე ფორუმზე პუტინთან ერთად ყოფნაზე

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში გამართულ ფორუმზე ვლადიმირ პუტინთან ერთად დასწრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ "სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს."

"ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს." - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით "ნეიტრალიტეტის დღეს" - 12 დეკემბერს - თურქმენეთში "მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის" ფორუმი გაიმართა, რომელსაც, სხვებთან ერთად, ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ვლადიმირ პუტინიც დაესწრნენ.

ცერემონიის ფარგლებში თურქმენეთში ჩასულმა ლიდერებმა "ნეიტრალიტეტის მონუმენტთან" ყვავილებიც მიიტანეს. 

კომენტარები