რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის ცნობით, შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მორიგ ნავთობტანკერს დაარტყეს

SBU

გამოცემა CNN-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ 10 დეკემბერს უკრაინამ საზღვაო დრონების მეშვეობით რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობის ტანკერს დაარტყა.

წყაროს მიხედვით, SBU-სა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, რაც რუსული ტანკერების წინააღმდეგ რიგით მესამე თავდასხმაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, Sea Baby-ს ტიპის საზღვაო დრონები გამოიყენეს.

CNN-ს წყარომ განუცხადა, რომ ტანკერ Dashan-ს, რომელიც კომორის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავდა, "კრიტიკული ზიანი" მიაყენეს, ხოლო წინასწარი მონაცემები მიანიშნებს, რომ გემი "მწყობრიდან გამოყვანილია".

სოციალურ მედიაში ვრცელდება საზღვაო დრონებით ტანკერზე თავდასხმის ამსახველი კადრებიც:

"SBU განაგრძობს აქტიური ზომების მიღებას, რათა რუსეთის ბიუჯეტში ნავთობის დოლარის შემოსავლები შემცირდეს," თქვა წყარომ CNN-თან საუბრისას.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერზე იერიში ნოემბრის ბოლოსაც მიიტანა. 

კომენტარები