რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ASTRA: დრონებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეცხრედ დაარტყეს

ASTRA

რუსულ ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, 6 დეკემბრის ღამით რუსეთში, ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ტელეგრამ-არხ ASTRA-ს ანალიზის თანახმად, ეს ამ ქარხანაზე დრონებით იერიშის, სულ მცირე, მეცხრე შემთხვევა არის.

შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას რიაზანის ოლქის გუბერნატორიც, პაველ მალკოვიც ავრცელებს. მის თანახმად, თავდასხმის შედეგად ხანძრები გაჩნდა. 

ტელეგრამ-არხ ASTRA-ს ანალიზის მიხედვით, თავდასხმის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დრონებს იერიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიაქვს. 

"ASTRA-ს მონაცემებით, ეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სულ მცირე, მეცხრე თავდასხმაა. ათვლა ეყრდნობა რედაქციის საკუთარ ექსკლუზიურ მონაცემებს, OSINT ანალიზებსა და რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებების ოფიციალურ განცხადებებს". - წერს ტელეგრამ-არხი.

რიაზანის ოლქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 450 კილომეტრში მდებარეობს, იქ მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ყოველწლიურად 17.1 მილიონი ტონის ოდენობის ნავთობის გადამუშავება შეუძლია. 

მანამდე, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ "მადიარ" ბროვდიმ დაადასტურა, რომ 20 ნოემბერს უკრაინამ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.

კომენტარები