კომუნიკაციების სააგენტომ, 2025 წლის III კვარტალში TV იმედის, რუსთავი 2-ის, POST TV-ის, ჯი-დი-ეს-ის, TV პირველის და TV ფორმულას რეკლამის დამკვეთების ათეული გამოაქვეყნა. ტელევიზიებმა საერთო ჯამში კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 29.3 მილიონი ლარი მიიღეს.
comcom-მა გამოყო 4 კატეგორია, ესაა კომპანიები, რომლებმაც 500 000 ლარზე მეტი, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე, 50,000-დან 100,000 ლარამდე და 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაიხადეს რეკლამაში. ზემოთჩამოთვლილი ტელევიზიებიდან ყველაზე მეტჯერ 500 000 ლარზე მეტით TV იმედი დააფინანსეს.
TV იმედის დამფინანსებლები:
500 000 ლარზე მეტი - მეამა, შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს, შპს ორბი ჯგუფი მილენიუმ;
100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე - კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია, ვიმ ბილ დან საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პსპ ფარმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, აიდიეს ბორჯომი თბილისი და ნესტლე საქართველო.
რუსთავი 2-ის დამფინანსებლები:
500 000 ლარზე მეტი - მეამა;
100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში - შპს ორბი ჯგუფი მილენიუმი და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
50 000-დან 100 000 ლარამდე - ავერსი ფარმა, ვიმ ბილ დან საქართველო და აიდიეს ბორჯომი თბილისი;
7 000-დან 50 000 ლარამდე - პსპ ფარმა, ჯი ემ ფარმასიუთიქალსი, მაგთიკომი და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისია.
POST TV-ის დამფინანსებლები:
500 000 ლარზე მეტი - მეამა;
100 000-დან 500 000-მდე ლარის ფარგლებში - შპს ბუმბა, შპს ჯეოკეპ, ვისოლ ავტო ექსპრეს, შპს ბუნებრივი აირი, კახური ტრადიციული მეღვინეობა და სტერეო +;
50 000-დან 100 000 ლარამდე - შპს სოლუშენ გრუპი და ტიფლის ფაბი;
7 000-დან 50 000 ლარამდე - შპს ჩემი ნენა.
ჯი-დი-ეს-ის დამფინანსებლები:
500 000 ლარზე მეტი - მეამა და შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი;
100 000-დან 500 000 ლარამდე - კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
7 000-დან 50 000 - ვიმ ბილ დან საქართველო, აიდიეს ბორჯომი თბილისი, GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o, კოლგეიტ პალმოლივი, ლაქტალის ჯორჯია, ნესტლე საქართველო და იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო.
TV პირველის დამფინანსებლები:
100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში - შპს მერკადო და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
50 000-დან 100 000 ლარამდე - პსპ ფარმა და შპს გეოპლანტი;
7 000-დან 50 000 ლარამდე - ალტა რითეილერი, ვაზისუბნის მამული, შპს პირველმა მეღვინეობა, სილქნეტი, შპს ეკო ინვესტი და ნოვა.
TV ფორმულას დამფინანსებლები:
100 000-დან 500 000 - კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
50 000-დან 100 000 ლარამდე - შპს გეოპლანტი, ვაზისუბნის მამული და პსპ ფარმა;
7 000-დან 50 000 ლარამდე - თიბისი ბანკი, შპს მერკადო, მაგთიკომი, შპს ელდრაივი, პრო მედია და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.





