რუსული რეჟიმი

მხარს ვუჭერთ ოპოზიციას, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს – ALDE BBC-ის გამოძიებაზე

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) BBC-ის გამოძიებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ 2024 წლის აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. 

"ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულები არიან BBC-ის დღევანდელი გამოძიებით, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ევროკავშირის მხარდამჭერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმაა!

მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ პარტიებს და ოპოზიციას, რომლებიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ შეზღუდონ ისეთი აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული.

პროტესტის ბოლო 365 დღის განმავლობაში მამაცი ქართველი ხალხის გვერდით ვიდექით მათ ბრძოლაში დემოკრატიული, პროევროპული მომავლისთვის და ასე გავაგრძელებთ". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი, "კამიტი" გამოიყენა.

კომენტარები