NATO- რუსეთი

ზახაროვას თქმით, "პრევენციულ დარტყმაზე" NATO-ს განცხადება ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯია

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ "პრევენციული დარტყმის" შესაძლებლობაზე NATO-ს უმაღლესი სამხედრო ოფიცრის განცხადება უკიდურესად მიუღებელი, უპასუხისმგებლო და ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯია.

"ეს განცხადება უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ასეთი განცხადებების ავტორებმა რისკები და შესაძლო შედეგები უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის თავად ალიანსის წევრებისთვის," აღნიშნა ზახაროვამ.

"ამას რუსეთ-უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის მცდელობის მიზანმიმართულ ბლოკირებად ვაფასებთ," დაამატა მან.

მანამდე გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებზე, საბოტაჟსა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე საპასუხოდ "უფრო აგრესიული" პასუხების გასაცემად ემზადება.

"კიბერ კუთხით, ჩვენ ერთგვარად რეაქტიულები ვართ. უფრო მეტი აგრესიულობა ან პროაქტიულობა, რეაქტიულობის ნაცვლად, არის ის, რის შესახებაც ჩვენ ვფიქრობთ," თქვა დრაგონემ.

იტალიელმა ადმირალმა ასევე აღნიშნა, რომ "პრევენციული დარტყმა" შესაძლოა, "თავდაცვით ქმედებად" იყოს განხილული, თუმცა დაამატა, რომ "ეს უფრო შორსაა ჩვენთვის ჩვეული აზრონვებისგან და საქციელისგან."

კომენტარები