გამოცემა Reuters-ის მონაცემებით, გაიაფებული ნავთობის ფასებისა და უფრო მყარი რუბლის გამო, რუსეთში ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული სახელმწიფო შემოსავალი შესაძლოა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში 35%-ით დაეცეს და 520 მილიარდი რუბლი ($6.59 მილიარდი) შეადგინოს.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის მთავრობისთვის თანხის მნიშვნელოვანი წყაროა და მასზე ფედერალური ბიუჯეტის მთლიანი რაოდენობის მეოთხედი მოდის. შესაბამისად, შემოსავლების შემცირება მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტი ძლიერ გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში მოგებაზე დაწესებული გადასახადიდან შედის, ოქტომბერთან შედარებით ასევე 7.4%-ით მცირდება - დროებითი, ციკლურობაზე დამოკიდებული ცვლილებების გამოკლებით.
ზოგადად წლის პირველ 11 თვეში რუსული ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავლები 22%-ით შემცირდა და 8 ტრილიონი რუბლი შეადგინა. ამასთან, Reuters-ის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში რუსეთის საგადასახადო გამოთვლებისთვის გამოყენებული ნავთობის ფასი ბარელზე $57.3-მდე, რაც წინა წლის იგივე პერიოდში ბარელზე $68.3 იყო. ამავდროულად, გასული წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით გამყარდა რუბლიც.





