გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარყო რუსეთის დიდ რვიანში (G8) დაბრუნების შესაძლებლობა, რაც აშშ-ს 28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების ერთ-ერთი ნაწილი იყო.
მერცის განმარტებით, რუსეთის G8-ში დაბრუნების წინაპირობები არ არსებობს და ამის სურვილი აშშ-ს გარდა არც არავის აქვს.
"მე ვერ ვხედავ რაიმე სახის მზაობას, აშშ-ს გამოკლებით, დიდი შვიდეულის ექვს ამჟამინდელ წევრს შორის, რომ რუსეთის ჯგუფში ხელახლა მიღება სურთ". - თქვა მერცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, დიდი რვიანის ფორმატის შეთანხმება, მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება მოხდეს
რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.





