ყველას შევახსენებ, 2024 წელს არჩევნების წინ ფაქტობრივად, მტრული გარემო იყო შექმნილი იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელიც არ აჰყვა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ლიდერის პოზიციას და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოდიოდა და მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, ფაქტობრივად მტრული გარემო შეიქმნა სხვადასხვა ქვეყანაში, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში ვხედავდით ამას და იქაურმა ხელისუფლებამ მათ დასაცავად არაფერი გააკეთეს. თითი თითზე არ დაუკარებია არცერთ ამ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლება დაცული ყოფილიყო და არჩევნებში მონაწილეობა წნეხის გარეშე მიეღოთ.
ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან ამგვარი წნეხის, რომელიც უკვე ღიაა და აშკარაა.
ამიტომ, მათთვის ამ წნეხის მოსახსნელად, ჩვენი ემიგრანტების წნეხისგან დასაცავად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც თავის მხრივ, მათ აძლევთ ყველანაირ შესაძლებლობას, რომ საკუთარ სამშობლოში 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და აქ ხმა მისცენ. წინასწარ არის ცნობილი, 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება საპარლამენტო არჩევნები.
ამიტომ, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი პოლიტიკური ხმა დააფიქსიროს, აქვს შესაძლებლობა, 2028 წლის 28 ოქტომბრისთვის მოემზადოს, საკუთარ სამშობლოში ჩამოვიდეს და ხმა აქ მისცეს.





