რუსული რეჟიმი

ხაბარელი ემიგრანტებზე: ჩამოვიდნენ, ნახონ პროცესები и всё, თუ ქვეყანა უყვართ, 1 დღე არაფერია

ყველა მოქალაქემ, რომელსაც საქართველოს პასპორტი აქვს, უნდა იცოდეს ის მიმდინარე პროცესები, რაც მოქმედებს საქართველოში.[...]

[ემიგრანტები] გაჭირვებას არ გაექცნენ, 4 წელიწადში ერთხელ შეუძლიათ თავის საქართველოში [ჩამოსვლა] [...]. უნდა ჩამოვიდნენ, თავის ქვეყანა ნახონ, ერთი თვით მაინც ჩამოვიდნენ, ნახონ რა პროცესები მოქმედებენ და и всё. [...] თუ ქვეყანა უყვართ და ქვეყნის პროცესებში უნდათ რომ ჩაერთონ, მგონი ეს ერთი დღე არაფერი არ არის.

- ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, შოთა ხაბარელი [სტილი დაცულია]

ცნობისთვის, რეჟიმმა დააინიცირა ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემას უკრძალავს.

კომენტარები