ჟურნალმა არილი და გამომცემლობა აგორამ ქართველი ლიტერატურათმცოდნის, მწერლის, ესეისტის მალხაზ ხარბედიას სახელობის ლიტერატურული პრემია დაარსეს, რომელიც ქართველ ავტორს საუკეთესო პუბლიკაციისთვის ესეისტიკისა და ლიტერატურული კრიტიკის ჟანრებში გადაეცმა.
"მალხაზ ხარბედიას სახელობის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია დააარსეს საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა ჟურნალმა არილმა და გამომცემლობა აგორამ. პრემია გადაეცმა ქართველ ავტორს საუკეთესო პუბლიკაციისთვის ესეისტიკისა და ლიტერატურული კრიტიკის ჟანრებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გასული წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების ავტორებს.
ჟიური, რომელიც შედგება ჟურნალ არილისა და გამომცემლობა აგორას წარმომადგენლებისგან, საუკეთესო ნამუშევარს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლენს:
• პუბლიკაციაში განხილული საკითხის კულტურული და მეცნიერული მნიშვნელობა;
• სიღრმისეული ანალიზი და პრობლემის საფუძვლიანი გააზრება;
• ორიგინალური და ინოვაციური ხედვა". - ნათქვამია განცხადებაში.
მალხაზ ხარბედიას სახელობის ლიტერატურული პრემია 30 დეკემბერს გაიცემა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, "ღვინის კლუბის" ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნალ ცხელი შოკოლადის და არილის რედაქტორი, გაზეთ მარანი-Weekend-ის მთავარი რედაქტორი მალხაზ ხარბედია 2025 წლის 2 ივნისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.





